primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ბორის ჯონსონმა გაეროში ვიზიტი შეწყვიტა და ლონდონში დაბრუნდა

  • მსოფლიო
  • 25.09.2019
  • 14:27
ბორის ჯონსონმა გაეროში ვიზიტი შეწყვიტა და ლონდონში დაბრუნდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა შეწყვიტა ვიზიტი აშშ-ში, სადაც გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილოებდა და ლონდონში დაბრუნდა. იუწყება Sky News-ი.

ჯონსონმა სამშობლოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაერთაინებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ ბრიტანეთის პარლამენტის საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო.

 „აღშფოთებულ ბორის ჯონსონს ნიუ-იორკში ვიზიტის შეწყვეტა და ლინდონში, თემთა პალატაში დაბრუნება მოუწია, სადაც მის გადადგომას მოთხოვენ პარლამენტის მუშაობის უკანონოდ შეწყვეტის გამო“, - იუწყება გამოცემა.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ სცნო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება პარლამენტის შეჩერების თაობაზე.

უზენაესი სასამართლოს წევრებმა თქვეს, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, პარლამენტისთვის არ მიეცა თავისი მოვალეობის შესრულების საშუალება ბრექსიტის თარიღამდე [31 ოქტომბრამდე], არასწორია.

სასამართლოს თავმჯდომარის ბრენდა ჰეილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო 11-მა მოსამართლემ.

მისივე განცხადებით, პარლამენტის შეჩერების გადაწყვეტილებამ ბრიტანეთის დემოკრატიის ფუნდამენტურ საფუძვლებზე ექსტრემალური გავლენა მოახდინა.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ "ისინი ამ წუთებში დეტალურად ეცნობიან სასამართლოს გადაწყვეტილებას".

მანამდე, ბრიტანეთის პარლამენტის შეჩერების გადაწყვეტილება ედინბურგის უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომაც სცნო უკანონოდ.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს ბრიტანეთის პარლამენტის მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა.

პარლამენტის მუშაობა 5 კვირის განმავლობაში უნდა ყოფილიყო შეჩერებული და 14 ოქტომბერს განახლდებოდა.

მანამდე პარლამენტმა კენჭი უყარა ვადამდელი არჩევნების შესახებ კანონპროექტს და მხარი არ დაუჭირა მას. შესაბასამისად, ფაქტობირვად გამოირიცხა შესაძლებლობა 31 ოქტომბრამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა.

ამავდროულად, გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ავალდებულებს, ევროკავშირთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ევროგაერთიანებას ბრექსიტის გადავადების თხოვნით მიმართოს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ლეიბორისტული პარტიის წევრის მიერ იყო ინიცირებული, ბრიტანეთის პარლამენტის ორივე, თემთა და ლორდთა პალატებმა დაუჭირეს მხარი.

შეგახსენებთ, პარლამენტის მუშაობის შეჩერების თხოვნით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დედოფალ ელისაბედ მეორეს მიმართა, რომელსაც ეს უკანასკნელი დათანხმდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:07
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge