png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გვჭირდება გაეროს, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ჩართულობა, რათა საქართველოს მთავრობის მიღწევებით სარგებლობა შეძლონ ჩვენმა თანამემამულეებმა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიებზე - ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 26.09.2019
  • 11:44
გვჭირდება გაეროს, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ჩართულობა, რათა საქართველოს მთავრობის მიღწევებით სარგებლობა შეძლონ ჩვენმა თანამემამულეებმა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიებზე - ზურაბიშვილი

აეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სამიტზე "მდგრადი განვითარების მიზნები" სიტყვით გამოვიდა და სამიტის მონაწილეებს მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა სამიტზე ყურადღება გაამახვილა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზებზე და აღნიშნულ საკითხში საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

მისი განცხადებით, მდგრადი განვითარებისთვის საჭიროა როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსების ეფექტიანი გამოყენება და ამასთან, ყველა პროექტი და პროგრამა უნდა ქმნიდეს როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ სარგებელს.

"საერთაშორისო საზოგადოების წევრები ვთანხმდებით, რომ 2030 წლისთვის მივაღწევთ ძალზე ამბიციურ მიზნებს - სიღარიბის აღმოფხვრით დაწყებული კლიმატის ცვლილებით დამთავრებული. მდგრადი განვითარების მიზნების დეკლარირებიდან პირველი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე გვქონდა პროგრესი და ასევე შეგვხვდა გამოწვევები. და დადგა დრო, რომ აჩქარებული ტემპით გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები. დღეს, ამ სამიტის ფარგლებში, შევიკრიბეთ რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ ჩვენი მიღწევები, შევაფასოთ ნაკლებად წარმატებული ინტერვენციები და ერთად დავსახოთ შედეგი ნაბიჯები. გარკვეულწილად ერთგვარი გამოწვევაც აღმოჩნდა პარტინიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

დიახ, მთავრობებმა, ისევე როგორც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეძლეს თანამშრომლობის დაწყება. თუმცა, ჯერ კიდევ პრობლემად რჩება კერძო სექტორის და ჩვეულებრივი ადამიანების ჩართვა. არსებობს რამდენიმე გზა. ჩვენ უნდა შევძლოთ და შევცვალოთ ტრადიციული მიდგომები, გადავჭრათ ესა თუ ის სოციალური თუ ეკონომიკური საკითხი უფრო ინოვაციური და ინკლუზიური ბიზნესმოდელების გამოყენებით. მდგრადი განვითარებისთვის საჭიროა როგორც ფინანსური ისე ადამიანური რესურსების ეფექტური გამოყენება.

ყველა პროექტი და პროგრამა უნდა ქმნიდეს როგორც სოციალურ ისე ეკონომიკურ სარგებელს. სწორედ ამიტომ, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მდგრადი განვითარების მეოთხე და მერვე მიზნებს. საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ გააორმაგოს განათლების დაფინანსება და 2022 წლისთვის და 6%-მდე გაზარდოს მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში. პროფესიული განათლება და განვითარება - ეს ის სფეროა, რომელშიც საქართველო აქტიურად იყენებს კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელს. ხდება დამსაქმებელთა წახალისება, რომ მათ დასაქმებულთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას დრო და რესურსი მოახმარონ იმისათვის, რომ ინკლუზიურობა უზრუნველვყოთ.

საქართველოს მთავრობის მიღწევებით უნდა სარგებლობდნენ ჩვენი თანამემამულეები ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიებზეც. სწორედ აქ გვჭირდება ჩვენი მოკავშირეების, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და სხვა პარტნიორების ჩართულობა.

ზოგადად კი, მჯერა რომ, ინოვაციური დაფინანსება მნიშვნელოვანია იმ 37 ტრილიონი აშშ დოლარის დეფიციტის შესავსებად, რაც საჭიროა 2030 წლის ამოცანების მისაღწევად; ასევე იმისათვის რომ გაიზარდოს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსება მილიონებიდან ტრილიონებამდე.

საფრანგეთის წარმატებული მოდელის კვალდაკვალ (ვგულისხმობ UNITAID მოდელს) ჩვენ ვხედავთ ინოვაციური დაფინანსების მზარდ პლატფორმებს, ასევე იზრდება სხვადასხვა ქვეყნების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის, ისლამური ბანკისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა.

ამ ინიციატივებს შორის არის "სოლიდარული გადასახადების" მოდელი, სოციალურ ინვესტიციების, ბლოქჩეინ ტექნოლოგიებისა და კრიპტო-ვალუტებისა თუ სხვა საპილოტე ინიციატივების ნაირსახეობები. საქართველო ამაყობს რომ საშუალება hქონდა ყოფილიყო "ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის" პრეზიდენტი. საფრანგეთთან და იაპონიასთან ერთად, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა გაეროს ფარგლებში.

ჩვენ ვითანამშრომლებთ ინოვაციური დაფინანსების ინიციატივების პროპაგანდის და ინსტიტუციონალიზაციის კუთხით. და ბოლოს, დასკვნის სახით, ნება მომეცით კიდევ ერთხელ აღვნიშნო: მიუხედავად იმისა რომ თითოეული ქვეყანა მნიშვნელოვან ძალისხმევას წევს, კვლავ უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება ძალთა გაერთიანება. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2030 წლის დღის წესრიგი ეფექტური დანერგვისათვის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge