png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გთავაზობთ დაინიშნოს აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღე - მამუკა ხაზარაძე

  • პოლიტიკა
  • 27.09.2019
  • 12:44
გთავაზობთ დაინიშნოს აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღე - მამუკა ხაზარაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი სოხუმის დაცემის დღეს ეხმიანება. მამუკა ხაზარაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღე უნდა "დაინიშნოს".

"26 წელი გავიდა სოხუმის დაცემის შემდეგ. 26 წელი გავიდა და ჩვენ ისევ ვერ მოვიშუშეთ ტკივილი, რომელიც აფხაზებისა და ქართველების სისხლისღვრას მოყვა, ომი, რომელიც რუსეთის იმპერიამ და მისმა აგენტურამ მოგვახვია თავს. ჩვენ დაგვსაჯეს თვითგამორკვევისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის.

დადგა დრო 26 წლის შემდეგ მაინც ვუთხრათ ჩვენს აფხაზ ძმებს, რომ ეს თავსმოხვეული ომი იყო, უდიდესი შეცდომა, რომ დღეს ერთმანეთს უნდა შევუნდოთ, რომ ამ ომში დაღუპული ქართველი და აფხაზიც ერთნაირად გვტკივა, რომ აფხაზის საფლავს, ისევე დავიტირებთ, როგორც ქართველის.

მინდა პატივი მივაგო ყველა იმ ადამიანს - კაცსა და ქალს, ვინც საკუთარი ოჯახისთვის, იდეისთვის, ღირსებისთვის იბრძოლა და დაიღუპა.

ჩვენ დღეს ერთნი უნდა გავხდეთ და ვუთხრათ ერთმანეთს მთავარი სათქმელი. სიტყვა, რომელიც ჩემმა აფხაზმა მეგობარმა მასწავლა: ჰაიგამზა - ჩვენ განუყოფელნი ვართ!

გთავაზობთ დაინიშნოს აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღე, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ მოვინანიებთ , მივუტევებთ ერთმანეთს და ენგურის ხიდთან აღვმართავთ სადა, მაგრამ სიმბოლურ მონუმენტს, იმის ნიშნად, რომ მალე ეს კედელიც დაინგრევა, რომ ეს რუსული ბლოკ პოსტიც აღარ იარსებებს ჩვენს შორის და რომ ერთობა, მეგობრობა, სიყვარული ყველაფერზე იმარჯვებს!", - წერს მამუკა ხაზარაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge