png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩქაროსნულ მაგისტრალებზე მობილიზებული იქნება 700 მლნ ლარამდე, რაც ნიშნავს 175 კილომეტრ საერთაშორისო სტანდარტების გზას - ივანე მაჭავარიანი

  • ეკონომიკა
  • 30.09.2019
  • 15:46
ჩქაროსნულ მაგისტრალებზე მობილიზებული იქნება 700 მლნ ლარამდე, რაც ნიშნავს 175 კილომეტრ საერთაშორისო სტანდარტების გზას - ივანე მაჭავარიანი

ჩქაროსნულ მაგისტრალებზე მობილიზებული იქნება 700 მლნ ლარამდე, რაც ნიშნავს 175 კილომეტრ საერთაშორისო სტანდარტების გზას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას.

მისი თქმით ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის ეკონომიკური ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა მუნიციპალური პროექტების მნიშვნელობაზე, ყურადღება გაამახვილა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ ფინანსურ რესურსებზე.

„მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე, პრიორიტეტად რჩება, აქაც ლომის წილი თბილისზე მოდის და მომავალ წელს განახლებული ავტობუსები გვეყოლება. დევნილები რჩება ჩვენს პრიორიტეტად, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. იქნება ეს სოფლებში ბინის შეძენა თუ სხვა დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. ამისთვის ნაგულისხმებია, ჯამში, 112 მილიონი. მინდა გითხრათ, რომ სხვა ყველა ტიპის ადგილობრივი მუნიციპალური პროექტები, რომლებიც დღეს ასე დინამიურად ვითარდება, ასეთივე მაღალი ტემპით გაგრძელდება", -განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მან ასევე ისაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ინიციატივებზეც.

„ეს გახლავთ ის ცნობილი პროექტები, როგორებიცაა: ''აწარმოე საქართველო'', 'შეღავათიანი აგროკრედიტი'' და ა.შ. თუმცა, აქაც გვაქვს სიახლეები, გამოვდივართ მიკროგრანტების გაზრდის ინიციატივით 15 მლნ-მდე და ასევე სტარტაპებისა და ინოვაციებისთვის დარეზერვდება 22 მლნ ლარამდე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge