თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების 6 ახალი სადგომი გაიხსნა
- ეკონომიკა
- 01.10.2019
- 14:20
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების 6 ახალი სადგომი გაიხსნა. ახალი სადგომები აეროდრომის ტერიტორიის 27 000 კვ.მ ფართობს მოიცავს.
პროექტის ფარგლებში ასევე დამონტაჟდა ახალი განათების სისტემებიც. აღნიშნული 6 ახალი სადგომი C კოდის საჰერო ხომალდებისთვის (Airbus 320, 321, 318,, 319; Boeing 737, MD-80 და სხვ.) არის გათვლილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში საჰაერო ხომალდის 63 სადგომი აქვს. აეროდრომის ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტში ტავ ჯორჯიამ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200