სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებს წიგნები გადასცა
- საზოგადოება
- 23.12.2015
- 15:43
დღეს, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრთან კახი კახიშვილთან ერთად, სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეხვდა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები გადასცა.
ანგარიშები მსჯავრდებულთა პირობებს, პენიტენციალურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, ინდივიდუალურ საქმეებსა და იმ რეკომენდაციებს მოიცავს, რომლითაც ომბუდსმენმა შესაბამის უწყებებს მიმართა. გამოცემებში ასახულია ასევე ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200