ერაყში საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა 12 და დაშავდა 650 ადამიანი
- მსოფლიო
- 03.10.2019
- 12:32
ერაყში არეულობების დროს სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 650 დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო Shafaq-ი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითებში უმაღლეს კომისიაზე დყრდნობით იუწყება.
„საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა 11 დემონსტრანტი და უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი, დაჭრილია 650 ადამიანი, მათ შორის 87 ძალოვანი“, - განუცხადა სააგენტოს კომისიის თავმჯდომარემ ალი ალ-ბაიათიმ.
მისი მონაცემებით, დაკავებულია 122 ადამიანი, მათი უმეტესობა უკვე თავისუფალია.
ერაყის პრემიერ მინისტრმა ადელ აბდ ალ-მაჰდიმ ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადში საპროტესო აქციების გამო კომენდანტის საათი დააწესა. კომენდანტის საათი სხვა რამდენიმე პროვინციაშიც მოქმედებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200