18 წლის სტუდენტს, რომელიც ჰონგ-კონგში ანტისამთავრობო გამოსვლის დროს პოლიციელმა დაჭრა, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება
- მსოფლიო
- 03.10.2019
- 14:27
ჰონგ-კონგში 18 წლის სტუდენტს ცან ჩი-კინს, რომელიც 1 ოქტომბერს საპროტესტო აქციის დროს პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ბრალი წაუყენეს. იუწყება AP.
ცან ჩი-კინს არეულობის მოწყობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ინციდენტი ჰონგ-კონგში მასობრივი ანტისამთავრობო აქციის დროს მოხდა. პროტესტი დემონტრანტებსა და პოლიციას შორის სასტიკი შეტაკებებით დასრულდა.
ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირების დროს პოლიციის ოფიცერმა ახლო მანძილიდან 18 წლის მომიტინგეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, როდესაც ის სამართალდამცველისთვის ხელკეტის დარტყმას ცდილობდა.
ცანს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდომარეობა სტაბილურია. ბიჭს არეულობებში მონაწილეობისთვის 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200