უკრაინაში თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი
- მსოფლიო
- 04.10.2019
- 10:38
სატვირთო თვითმფრინავი ან-12 ლვოლის საერთაშორისო აეროპორტთან ავარიულად დაეშვა, უკრაინის ინფრასწრუქტურის მინისტრის ვლადისლავ კრიკლის თქმით, წინასწარი მონაცემებით დაღუპულია ოთხი ადამიანი. ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა.
„ავარიული დაშვება განხორციელდა იმის გამო, რომ მას საწვავი გაუთავდა, დაწყებულია გამოძიება“, - წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.
ინციდენტი დღეს დილით მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თვითმფრინავი რადარებიდან ადგილობრივი დროით 7:10 საათზე გაქრა. 20 წუთის შემდეგ კი ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი კავშირზე გავიდა და იძულებითი ავარიული დაშვების შესახებ აცნობა. სატვირთო თვითმფრინავი ვიგოდან (ესპანეთი) სტამბოლში მიფრინავდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200