png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კახა კახიშვილი და უჩა ნანუაშვილი N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდნენ

  • სამართალი
  • 23.12.2015
  • 16:27
კახა კახიშვილი და უჩა ნანუაშვილი N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდნენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი N16 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვივნენ. მინისტრმა და სახალხო დამცველმა დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები და სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები გადასცეს.

მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა და სახალხო დამცველმა ეფექტურ ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს, რაც დადებითად მოქმედებს მსჯავრდებულების უფლებების დაცვასა და რესოციალიზაციაზე.

კახა კახიშვილმა სამინისტროს მიერ ინიცირებულ და უკვე დაწყებულ პროექტებზე ისაუბრა და  ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ სხვადასხვა დაწესებულების ტერიტორიაზე მცირე სარემონტო სამუშაოებზე ინდივიდუალური კონტრაქტებით დასაქმდნენ და შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. გარდა ამისა, მინისტრმა მსჯავრდებულებს კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო, რომლის საშუალებითაც სულ მალე შესაძლებელი გახდება ელექტრონული მაღაზიის შექმნა, სადაც მსჯავრდებულების ნაკეთობები გაიყიდება, თანხა კი მათ ბარათებზე დაირიცხება.

მინისტრმა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა.

“სახალხო დამცველმა N16 პენიტენციურ დაწესებულებას ბევრი მნიშვნელოვანი წიგნი შემატა, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. ეს იმისთვის კეთდება, რომ მსჯავრდებულებმა იცოდნენ როგორც საკუთარი უფლებები, ასევე მათი მოვალეობები, რადგან არ არსებობს უფლება მოვალეობის გარეშე. მე მივესალმები ასეთ ინიციატივას და  ვთხოვ სახალხო დამცველს, მსგავსი წიგნები N6 დაწესებულებაშიც შეიტანოს, რომელიც ძალიან მალე გაიხსნება და პირველი მაღალი რისკის დაწესებულება იქნება საქართველოში“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

„თავისუფლება აღკვეთილი პირებისთვის აუცილებელია ინფორმაციის მიწოდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და აქტუალურ საკითხებზე. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები მსჯავრდებულებს დაეხმარებათ მათივე უფლებების დაცვასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, რაც ქვეყნის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველმა საქართველოს მასშტაბით პენიტენციური  დაწესებულებების ბიბლიოთეკებს 400–მდე წიგნი, მათ შორის, საინფორმაციო ბუკლეტები და ანგარიშები  გადასცა, რომლებიც დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, ინდივიდუალურ საქმეებსა და  რეკომენდაციებს მოიცავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge