primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

  • პოლიტიკა
  • 23.12.2015
  • 20:12
ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. გადაგმის მიზეზად ღარიბაშვილმა ადამიანის თავისუფალი არჩევანი დაასახელა. მისი თქმით, ”ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება”.

„ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი, ჩემთვის ეს არის საშუალება იმისა, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ძვირფას ხალხს,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

"ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. დღემდე თითოეული ჩემი ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა. ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დაგვირგვინდა, წილად მხვდა პატივი ამეღო უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და ერის წინაშე. ჩემი პრემიერმინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და ერთობა, კანონიერება. მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და მისი პოპულარობისა და გავლენის ზენიტში მყოფმა მისივე გადაწყვეტილებით თანამდებობა დატოვა, მან მაგალითი შექმნა, იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე, როგორც დროული მოსვლის, ასევე დროული წასვლით.

"ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შს მინისტრობა თუ პრემიერმინისტრობა, ზოგადად ხელისუფლებაში ყოფნა, არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის საშუალება, რომ ჩემს ქვეყანას ვემსახურო. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი, ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება ჩვენმა გუნდა დაიწო, ჩვენ ახალგზარდა დემოკრატია გვაქვს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას, თანამდებობები დროებითია, მარადიული არის უფალი და სამშობლო., ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერმინისტრის თანამდებობა. მინდა წარმატება ვუსურვო მომავალი პრემიერმინისტრს,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს, თანამებრძოლებს, მის მეუღლეს, შვილებს მადლობა გადაუხადა.

"ვტოვებ თანამდებობას მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად,"- აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილის ბიოგრაფია:

დაბადების თარიღი: 28 ივნისი 1982 წელი

განათლება:

2005 წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობები;

2002-2004 წწ. - სორბონის უნივერსიტეტი, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი (სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები) პარიზი, საფრანგეთი;

1999-2004 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები;

1988-1999 წწ. -დედოფლისწყაროს რაიონის N1 საშუალო სკოლა.


სამუშაო გამოცდილება:

20/11/2013 წ. - დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად;

25/10/2012 - 17/11/2013წ. - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

15/02/2012 წ. - პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო-ს" დამფუძნებელი/წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი;

07/2009- 06/2012 წწ. - შპს (ლეიბლი) „ქართული ოცნების" დირექტორი;

12/2007 - 14/02/2012 წწ. - ს.ს. „ბანკი ქართუ-ს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

08/2006 წ. - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი;

12/2005 - 14/02/2012 წწ. - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ-ს" გამგეობის თავმჯდომარე - გენერალური დირექტორი;

10/2005 - 01/11/2008 წწ. - სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე;

05/2005 - 10/2005 წწ. - შ.პ.ს. „ბურჯი-ს" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

2004-2005 წწ. - შ.პ.ს. „ბურჯი-ს" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი;

2001- 2002 წწ. - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტაჟიორი.


ენები: ქართული, ინგლისური, ფრანგული, რუსული

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge