png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს ტერიტორიის 20 % მიტაცებულია უცხო ქვეყნის მიერ, მაგრამ რუსეთსაც მძიმე ტვირთად აქვს ეს პრობლემა - ილია მეორე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 07.10.2019
  • 17:05
საქართველოს ტერიტორიის 20 % მიტაცებულია უცხო ქვეყნის მიერ, მაგრამ რუსეთსაც მძიმე ტვირთად აქვს ეს პრობლემა  - ილია მეორე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

მოხარული ვარ თქვენო უწმინდესობავ, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი გაცნობა, – ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

ილია მეორემ სტუმრები დალოცა

„გულითადად მოგესალმებით თქვენ, თქვენს მეუღლეს და თანმხლებ პირებს საქართველოს ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით. თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენი ხალხი დიდი იმედით უყურებს თქვენს ვიზიტს. მოგეხსენებათ პრობლემები ბევრია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ყველაზე დიდი და მტკივნეული პრობლემა არის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. 20 პროცენტი მიტაცებული არის უცხო ქვეყნის მიერ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ რუსეთსაც მძიმე ტვირთად აქვს ეს პრობლემა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს პრობლემა გადაწყდეს.  მიგვაჩნია, რომ გერმანიას აქვს იმდენი ძალა და ავტორიტეტი, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ჩემი აზრით, სამხედრო ბაზები უნდა იყოს აღებული ამ ტერიტორიებიდან. თქვენ ისეთი გზა გაქვთ გამოვლილი დიპლომატიურ მუშაობაში, რომ არ გაგიჭირდებათ ამის ადგილიდან დაძვრა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და იმედით ვუყურებთ თქვენს ვიზიტს“, – მიმართა ილია მეორემ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge