საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ნაძვის ხეების ფესტივალი გაიხსნა
- საზოგადოება
- 24.12.2015
- 11:15
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში,ნაძვის ხეების ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალზე სხვადასხვა კომპანიების მიერ მორთული 20-მდე საიმიჯო ნაძვის ხე გამოიფინა. ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებლებს შარდენის ქუჩაზე, ბამბის რიგსა და კინოს მოედანზე 3 იანვრამდე შეეძლებათ.
ნაძვის ხეების გამოფენის პარალელურად, შარდენის ქუჩასა და ბამბის რიგში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ბენდ „Strawberry Fields“-ის კონცერტი მოეწყო. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს გლინტვეინისა და საახალწლო ნუგბარის დაეგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ.
ნაძვის ხეების ფესტივალი თბილისის მერიისა და ‘’მეიდან ივენთსის’’ ორგანიზებით მოეწყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200