png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მოემზადე, იურისტები დაგჭირდება, ოღონდ შენნაირი თვითმარქვია თაღლითები არა - ოთარ კახიძე თეა წულუკიანს

  • პოლიტიკა
  • 08.10.2019
  • 16:30
მოემზადე, იურისტები დაგჭირდება, ოღონდ შენნაირი თვითმარქვია თაღლითები არა - ოთარ კახიძე თეა წულუკიანს

ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე იუსტიციის მინისტრის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ოთარ კახიძე იუსტიციის მინისტრს უტიფარასა და მატყუარას უწოდებს.

„თეა წულუკიანს სტატუსი მოუძღვნია ჩემთვის - გენერალურ პროკურორად რომ თვითმარქვია იურისტი დანიშნეს, ეს ამბავი გავახსენე და როგორც ჩანს, ტკენია :D

ქ-ნო თეა, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი იურისტად არ ითვლებოდი, მაგრამ ითაღლითე და გენერალური პროკურორი გახდი.

სანამ კანონს მოირგებდი, მახსოვს, როგორ ამაყობდი აგვისტოს ომის გმირი გენერლის დაკავებით, სამაგიეროდ - ჩატაევი ციხიდან გამოუშვი და შენი საყვარელი თემის, ცოცხების შემოქმედი სადისტი ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლე.

მართალია, ტყუილები "თქვენი გუნდის ხელწერა არ არის", მაგრამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი, უტიფარო :დ

თან ყველაზე იშვიათი, მე-18 მუხლი წააგე. მერე გამწარებულმა გაასაჩივრე და ევროსასამართლოს დიდ პალატას ატყუებდი, გამოვიძიეთ და არ დადასტურდა ციხიდან გაყვანაო, მაგრამ მეორედაც მწარე მარცხი იგემე.

(ისე, თუ მოიგე, რაღას ასაჩივრებდი :D :D )

ამ საქმეზე მოახერხე და კიდევ ორი ტყუილი თქვი ერთ წინადადებაში:

"ვანო პოლიტიკური პატიმარი არ არისო, მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანის მიზანი საერთოდ არ ჰქონია ხელისუფლებასო" - ეს სასამართლოს არ უთქვამს, მატყუარავ :დ აღნიშნული არც დაადასტურა და არც უარყო, ხოლო მე-18 მუხლის დარღვევა ციხიდან გაყვანის და ზეწოლის ფაქტით დაადგინა;

პატიმრობა კანონიერი იყოო, არც ეგ უთქვამს, სექტემბრის წინასასამართლო სხდომიდან მოყოლებული, ეგეც უკანონო გამოგიცხადა, ამიტომ წააგე კონვენციის 5.3 მუხლი, ცრუპენტელავ.

კიდევ არ გცოდნია, რომ ცივილიზებული იურიდიული ფირმები საათობრივ ბილინგს აკეთებენ, როგორ უნდა დაგეზაროს ეგ, როცა შესაბამისი პროგრამა ავტომატურად ითვლის ნამუშევარ დროს, უვიცო.

ლუზერობაზე გამახსენდა - ჩამოთვლა მეზარება და ტაბულას აქვს თავმოყრილი შენი ყველა მარცხი, კომენტარად დაგილინკავ და გადაავლე-ხოლმე თვალი, რომ არ დაგავიწყდეს. :დ

ვანო მერაბიშვილის საქმეს რაც შეეხება, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ითხოვს და აუცილებლად მოუწევს შემდგომ ხელისუფლებას მისი გაყვანის გამოძიება, რასაც ზემოდან დაემატება თქვენი მხრიდან ამ საქმის ჩაფარცხვა, ვიდეო მტკიცებულებების განადგურება, ცრუ ჩვენებების აღება და ა.შ.

მოკლედ, დიდი ორომტრიალი იქნება და აქედანვე მოემზადე. იურისტები დაგჭირდება, ოღონდ შენნაირი თვითმარქვია თაღლითები არა, ნამდვილი იურისტები. არა მგონია, გიშველონ, მაგრამ მაინც”, - წერს კახიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge