გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ 700 ლარით დააჯარიმა
- სამართალი
- 08.10.2019
- 17:17
თბილისის საქალაქო სასამართლომ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი სამართალდამრღვევად სცნო და 700 ლარით დააჯარიმა.
ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებად პოლიციის სამხრე კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი წარმოადგინა, სადაც ჩანს, თუ როგორ იგინება ბრალდებული.
„ დღევანდელი საქმე არაფერს ნიშნავს. როდესაც პოლიტპატიმრები გვყავს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველო უყვართ. შეუძლებელია, დღეს რომელიმე გადაწყვეტილებას დაეთანხმოს უბრალოდ მოაზროვნე ადამიანი“, – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე პირველ ოქტომბერს დააკავეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200