ირაკლი შიხიაშვილი ახლადშექმნილ რეგიონალურ სამმართველოებს ეწვია
- საზოგადოება
- 24.12.2015
- 11:18
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი ჩავიდა მცხეთისა და რუსთავის ახლადშექმნილ ოფისებში და რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლები მოინახულა.
დირექტორმა არსებული პრობლემები და შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინა, თავის მხრივ კი სამსახურის მიმდინარე და სამომავლო პროექტები დეტალურად გააცნო.
ირაკლი შიხიაშვილმა მცხეთასა და რუსთავში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს საახალწლო საჩუქრები გადასცა. ირაკლი შიხიაშვილი რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200