png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

შალვა თადუმაძემ დიპლომთან დაკავშირებით პარლამენტში განმარტება გააკეთა

  • პოლიტიკა
  • 09.10.2019
  • 11:51
შალვა თადუმაძემ დიპლომთან დაკავშირებით პარლამენტში განმარტება გააკეთა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადოდ ასარჩევ კანდიდატთა მოსმენა გრძელდება, მოქმედ მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს უსმენენ.

სხდომის დასაწყისში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მოსამართლეობის კანდიდატს კითხვით მიმართა და მისი უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის აღების საკითხით დაინტერესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შალვა თადუმაძემ განმარტებები გააკეთა.

"სკოლა დავამთავრე 1994 წელს და იმავე წელს ჩავაბარე თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის სამეწარმეო საქმიანობა იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. მაშინდელი კანონმდებლობით ყველა კონკრეტულ იურიდიულ პირს ჰქონდა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა განეხორციელებინა თუ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს, რომლებიც მოთხოვნილი იყო ამ იურიდიული პირებისთვის. ეს ინსტიტუტი კი ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

1997 წელს მიღებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ სტუდენტს და მოსწავლეს შეეძლოთ ექსტერნატის ფორმით დაესრულებინა ნებისმიერი კურსი. მე ბუნებრივია გამოვიყენე ეს შესაძლებლობა, მივმართე შესაბამის ინსტიტუტს, რომ სურვილი მქონდა ექსტერნატის ფორმით დამესრულებინა აღნიშნული სასწავლებელი, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ. 1998 წელს სპეციალურად გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და გაიცა დიპლომი. არსებობს განათლების შესახებ კანონი და არსებობს განათლების მინისტრის ბრძანება დიპლომის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ. ამ ბრძანების მიხედვით განისაზღვრა თუ როგორი უნდა იყოს დიპლომი. დიპლომი იურიდიულად არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, შესაბამისი ნომრებით და დაცვით სისტემებით. აუცილებელი მოთხოვნა იყო მაშინაც და ახლაც ასეა, რომ დიპლომში უნდა დაფიქსირდეს მისი გაცემის ფაქტიური პერიოდი და სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა.1998 წელს მე დავამთავრე 5 წლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით, შესაბამისად დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა 5 წლიანი პროგრამის განმსაზღვრელი ვადა და ბუნებრივია ეს წლებით განისაზღვრებოდა. რომ ჩაეწერა 1994-98 წლები მე მექმნებოდა პრობლემა იმიტომ რომ 5 წლიანი ვადა არ ჩამეთვლებოდა და არ ექნებოდა იურიდიული საფუძველი", - განმარტა შალვა თადუმაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge