primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
27 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

2016 წელს საქართველოში სამი რუსი დეპუტატი ჩამოვიდა, მაშინ ოპოზიციამ თვალი დახუჭა, რადგან სხვა ინტერესი ჰქონდა - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 10.10.2019
  • 10:55
2016 წელს საქართველოში სამი რუსი დეპუტატი ჩამოვიდა, მაშინ ოპოზიციამ თვალი დახუჭა, რადგან სხვა ინტერესი ჰქონდა - ირაკლი კობახიძე

2016 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარდა, რომელშიც რუსეთის დუმის სამი დეპუტატი მონაწილეობდა. მათ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული ჰქონდათ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ზუსტად ისეთივე ეფექტით შეიძლებოდა არეულობის სცენარის დაგეგმვა, როგორც 2019 წელს დაიგეგმა, თუმცა მაშინ ნაციონალურ მოძრაობას და მის ტელევიზიას ამის ინტერესი არ ჰქონდა.

“2016 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარდა, რომელშიც რუსეთის დუმის სამი დეპუტატი მონაწილეობდა. მათ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული ჰქონდათ. ქართულმა მხარემ მაშინაც დააყენა მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატები არ ჩამოსულიყვნენ საქართველოში, თუმცა ეუთო-ს პოზიცია ხისტი იყო. კერძოდ, ეუთო ამბობდა, რომ ყველა ის პირი, რომელიც არის შესაბამისი ქვეყნის დელეგაციის წევრი, უნდა ჩამოსულიყო და ამაზე მაშინ ქართულმა მხარემ და ქართულ მხარეში იგულისხმება, როგორც მმართველი ძალა, ასევე ოპოზიცია, ქართული მხარე ამ ყველაფერს დათანხმდა“, - თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყო.

კობახიძემ თქვა, რომ მაშინ ოპოზიციამ თვალი დახუჭა, რადგან „ნაციონალურ მოძრაობის“ ინტერესი იყო ასამბლეა საქართველოში ჩატარებულიყო, რომ გიგი წერეთლის ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე გაეყვანთ. „ბუნებრივია, საქართველოში მეტი შანსი ჰქონდა გიგი წერეთელს, ვიდრე სხვა ქვეყანაში“, - თქვა კობახიძემ.

რაც შეეხება თავად რუს დეპუტატებს, კობახიძემ აღნიშნა, რომ სამივე დეპუტატი საკმაოდ სკანდალური და ოდიოზური იყო. „მაგალითად, კოვალიოვი და სლუცკი“.

„კოვალოვი იყო „ეფესბეს“ ხელმძღვანელი, ასევე უშიშროების გენერალიც, მას არა ერთ სკანდალურ საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული. სლუცკი კი ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელსაც “ოკუპაციის შესახებ კანონი” მასაც დარღვეული ჰქონდა. ქართულმა მხარემ თავიდან სცადა მოთხოვნის დაყენება, ეუთომ უარი თქვა და ქართული მხარე დათანხმდა თვალის დახუჭვას იმაზე ,რომ ოკუპაციის კანონი იყო დარღვეული. როდესაც იგივე ადამიანები აკრიტიკებენ მართლმადიდებლური ფორუმის საქართველოში ჩატარებას, მათი კრიტიკა აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს
  • 19:02
თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს
გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
  • 23:48
გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:07
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge