png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ISUZU –ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი N34 მარშრუტზე გავიდა

  • საზოგადოება
  • 10.10.2019
  • 14:05
ISUZU –ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი N34 მარშრუტზე გავიდა

ISUZU -ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე ეურო 6 ემისიის სტანდარტის მუნიციპალური ავტობუსები N34 მარშრუტის მგზავრებს დღეიდან მოემსახურება. წყნეთი - სადგურის მოედნის მარშრუტზე მოძრავი 12 ძველი "ბოგდანი" ახალი, მწვანე ფერის ამავე რაოდენობის ავტობუსით ჩანაცვლდა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ N34 სამარშრუტო ხაზზე, ახალი ავტობუსით, წყნეთის მიმართულებით, მედიის წარმომადგენლებთან ერთად იმგზავრა.

თბილისის მერის განცხადებით, ძველი, ყვითელი ავტობუსები უსაფრთხო და კომფორტული ავტობუსებით ეტაპობრივად ჩანაცვლდება.

"გუშინ, საზოგადოებას წარვუდგინეთ შესყიდული 220 ერთეული ახალი ავტობუსიდან 60 ერთეული, რომელიც დამზადდა ჩვენთვის და უკვე დედაქალაქშია. რა, თქმა უნდა, წლის ბოლომდე ყველა იქნება მოწოდებული. ეს ავტობუსები დღეს უკვე სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე გავიდნენ და მოემსახურებიან თბილისის მოსახლეობას. ავტობუსები ძირითადად გარეუბნებში გადანაწილდა. იცით, გუშინაც ვისაუბრე ამაზე, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ყვითელი ავტობუსები ჩავანაცვლოთ, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია. ვიმგზავრე ახალი ავტობუსით და, რაც ყველაზე მეტად მახარებს, მგზავრები ძალიან კმაყოფილები არიან. ყველას სიამოვნებს ახალი, კომფორტული ავტობუსებით მგზავრობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

წყნეთი - სადგურის მოედნის N34 მარშრუტის შემდეგ, ახალი ავტობუსები, რამდენიმე დღის ინტერვალით, უკვე შემდეგ მარშრუტებზე გავლენ: N28 - სვანეთის უბანი - მარჯანიშვილის მოედანი - 4 ერთეული; N42 - იყალთოს გორა - ბარათაშვილის ქუჩა - 4 ერთეული; N56 - ორხევი - მეტროსადგური „ისანი“ – 5 ერთეული; N66 - სადგურის მოედანი - შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული; N78 - სადგურის მოედანი - ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) - 4 ერთეული; N108 - სოფ. გლდანი - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – 4 ერთეული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge