png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მომხსნიან თუ არა სამაჯურს, ხვალიდან ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესრულებას ვაპირებ - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 10.10.2019
  • 14:23
მომხსნიან თუ არა სამაჯურს, ხვალიდან ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესრულებას ვაპირებ - ნიკა მელია

მომხსნიან თუ არა ხვალიდან სამაჯურს, აღარ ვაპირებ საკუთარი თავის შეზღუდვას. ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას განვახორციელებ ისევე, როგორც შეზღუდვის დაწესებამდე ვახორციელებდი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შუამდგომლობით სასამრთლოს მიმართა.

მისი თქმით, ხვალიდნ დაესწრება ნებისმიერ ღონისძიებას და შეხვდება თავისა მომრჩეველს, ასევე დაესწრება საპარლამენტო სხდომებს.

„ხვალინდელი დღიდან ვაპირებ, შევასრულო ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილება, რომლის შესრულებაც არა თუ შემიძლია, არამედ ვალდებულიც ვარ. ხვალიდან წავალ, დავესწრები ნებისმიერ ღონისძიებას, შევხვდები ამომრჩეველს, დავესწრები საპარლამენტო სხდომებს, საკომიტეტო მოსმენებს.

ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ივანიშვილის მხრიდან ოპონენტის მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარების სახით იქნება კონტრპროდუქტიული პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვის. ივანიშვილმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ იგი უახლოვდება ფინალს, რომელიც რამდენად მწვავე და მტკივნეული იქნება, ამას თავად ივანიშვილი განსაზღვრავს. პროკურატურას ნამდვილად არ შევატყობინებ, მე ხვალ ვარკეთილში წავალ მოსახლეობასთან შესახვედრად, თუ ჩავალ გორში რაიმე სახის პოლიტიკური საქმიანობის გასაწევად. პროკურატურა რას გააკეთებს, ივანიშვილის გადასაწყვეტია. არ ვაპირებ ამ აბსურდის თეატრში მონაწილეობას იმდაგვარად, თითქოს მე მართლაც ბრალდებული ვარ და თითქოს რაიმე სახის მტკიცებულებები აქვთ, სამაჯური, რომელიც დამადეს, ის შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს, რომ მიტინგზე სიტყვით ვერ გამოვიდე, ჩამომართვეს პირადობის მოწმობა, უამრავი სხვა შეზღუდვა ჩაბარდება წარსულს ჩემის მხრიდან. აღარ ვაპირებ სახლში ჯდომას. ვაპირებ ისევ ბრძოლას, როგორც აქამდე ვიბრძოდი ამ მართლაც ჭირის წინააღმდეგ, რომელსაც განასახიერებს ივანიშვილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.



 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge