primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
27 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველომ დაამტკიცა, რომ იმსახურებს აშშ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების გამოხატვას და უფრო ძლიერ ალიანსს - National Interest

  • პოლიტიკა
  • 11.10.2019
  • 12:25
საქართველომ დაამტკიცა, რომ იმსახურებს აშშ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების გამოხატვას და უფრო ძლიერ ალიანსს - National Interest

თბილისმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ნაკისრი ვალდებულების გამოხატვასა და მეტად ძლიერ ალიანსს იმსახურებს.

თერთმეტი წლის წინ, რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა ბრუტალური, ხუთდღიანი ომის ინიცირების გზით. დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და ქვეყნის მიწების მიტაცების პროცესს აგრძელებს „მცოცავი ანექსიის" გზით.

თუმცა, რუსეთის საზიანო გავლენის მიუხედავად, საქართველომ უშველებელი წინსვლა იქონია ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მთავრობა აგრძელებს სვლას დასავლეთთან მეტი ინტეგრაციისკენ და საქართველოს ეროვნული ეკონომიკის ლიბერალიზაციის ნაწილში მიღწეული პროგრესი უდავოდ აღსანიშნავია.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის პრეტენდენტია საქართველო 2008 წლიდან და განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ევროკავშირთან 2014 წლიდან ჩამოუყალიბდა, როდესაც ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი. სხვა მრავალ დათქმასთან ერთად, მასში განსაზღვრულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე. ეს საქართველოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ე.წ. ოთხგანზომილებიან თავისუფლებას ანიჭებს: საქონლისა და მომსახურების, კაპიტალისა და ხალხის თავისუფალი გადაადგილების უფლებას.

საქართველომ ძლიერი პარტნიორობა შეინარჩუნა შეერთებულ შტატებთან. ის წლებია განაგრძობს აშშ მისიაში მონაწილეობას ავღანეთში და დღემდე 870 ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული ადგილზე, თან უკანა ხაზზე მდგომი პოზიცია ნამდვილად არ გააჩნია. საქართველომ ყველაზე დიდი დანაკარგი იწვნია ავღანეთში განლაგებული კოალიციის ყველა პარტნიორთან შედარებით.

უშუალოდ ქვეყანაში, შესანიშნავი შედეგები აქვს საბჭოთა წარსულის მარწუხებიდან გათავისუფლებისა და ეროვნული ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით. საერთაშორისო ორგანიზაცია The Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსს აქვეყნებს 1996 წლიდან მოყოლებული. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ „ეკონომიკურად შეჭირვებული" ქვეყნების კატეგორიას დააღწია თავი და „ეკონომიკურად თავისუფალი" ქვეყნების კატეგორიაში დაწინაურდა ნახტომისებური ეფექტით. ინდექსში მისი აღმასვლა 124-ე პოზიციიდან მე-16 ადგილამდე ყველაზე დიდი მიღწევაა ამ საერთაშორისო რეიტინგის ისტორიაში.

ამერიკის შეერთებული შტატები უკვე წლებია განიხილავს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას საქართველოსთან. ახლა უკვე დადგა ამის დრო.
ეს ნამდვილად იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის ხელშესახები შედეგი, რაც განსაკუთრებით სასურველია მომავალ წელს ჩანიშნული საპარლამენტო არჩევნების ფონზე. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მთელი ამ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პრორუსული პროპაგანდა იმაზე მოახდენს აპელირებას, რომ აზრი არ გააჩნია პროდასავლური პარტიისთვის ხმის მიცემას, რადგან დასავლეთი (სავარაუდოდ) არასოდეს დაუფასებს საქართველოს ძალისხმევას. არადა, აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებით ეს არგუმენტი უსაფუძვლო გახდება.

თუმცა, ეს არ მოხდება რუსეთის ჯიბრზე. ეკონომიკური რეფორმების განხორციელებითა და საერთაშორისო დონეზე დასავლეთის გმირული მხარდაჭერით, საქართველომ დაამტკიცა, რომ თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობის ღირსია. "სუფრა გაშლილია" - ყველაფერი მზადაა შეთანხმების გასაფორმებლად.

მაღალი დონის სავაჭრო დიალოგი წარმოებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. პროცესი 2012 წლის იანვარში დაიწყო. საქართველოს საელჩოს საიტზე დიალოგი აღწერილია როგორც „ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პლატფორმა, რომელსაც გააჩნია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის პოტენციალი".
შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასევე ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას და ორმხრივ სავაჭრო და საინვესტიციო ჩარჩო შეთანხმებას.
თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება მხოლოდ გააძლიერებს ისედაც მყარ აშშ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს.

თუმცა, თუ შეერთებული შტატები მოისურვებს მყისიერი ეფექტი იქონიოს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის დაწინაურებაზე და მხარდაჭერის დემონსტრირებაზე, მაშინ კონგრესმა სწრაფად უნდა დაამტკიცოს კელი დეგნანი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად. თბილისს აშშ ელჩი უკვე წელიწად ნახევარია არ ჰყავს და ამის ეფექტი ქართველებში შეიგრძნობა.

საქართველომ დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს შეერთებული შტატების მიერ ნაკისრი ვალდებულების გამოხატვას და უფრო ძლიერ ალიანსს. მან ასევე დაამტკიცა, რომ შეუძლია და იმსახურებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას შეერთებულ შტატებთან. დრო ნამდვილად არ არის დასაკარგი.

წყარო https://nationalinterest.org/feature/georgia-deserves-free-trade-agreement-america-87151

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს
  • 19:02
თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს
გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
  • 23:48
გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:07
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge