png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საკრებულოში ოთხი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

  • საზოგადოება
  • 24.12.2015
  • 15:25
საკრებულოში ოთხი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფონანსო საბიუჯეტო, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობეის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ დეპუტატებს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის #18-57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც ქონების მართვისა და საფონანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განმარტა, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილება, დაახლოებით, 7 მლნ ლარისფარგლებში განხორციელდება.
"ეკონომიებიიდან მიღებული თანხები ორი მიმართულებით გადანაწილდება. კერძოდ,სოციალურ მუხლში სოციალური დახმარებებისთვის და ე.წ. "მეცამეტე ხელფასის" გასაცემად,რომელიც გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის, საქალაქოტრანსპორტის მძღოლებისთვის, დასუფთავების სამსახურისა და ბიბლიოთეკებისთანამშრომლებისთვის", _ აღნიშნა სამუშიამ.
დღესვე საკრებულოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის #18-57 და ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის #16-32 დადგენილებებეში ცვლილების შეტანას.
სხდომაზე დადებითად შეფასდა საკითხები თბილისში ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისნაკვეთისა იჯარით გადაცემისა და საზოგადოებრივი საჭიროებისთვის გადაუდებელი აუცილებლობის, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპის დაცვით, უძრავი ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების გზით გადაცემის თაობაზეც.
დღესვე დეპუტატებმა განსაზღვრულ უძრავ ნივთებზე (ბინებზე) რეგისტრირებული ვალდებულებისაგან მყიდველის გათავისუფლებას და 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა დაქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას დაუჭირეს მხარი.
ოთხი კომისიის გაერთიანებულ სხდომას დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge