კოლუმბიის აეროპორტში 81 წლის ქალს 17 კგ კოკაინი აღმოაჩნდა
- მსოფლიო
- 15.10.2019
- 15:18
კოლუმბიის რიონეგროს საერთაშორისო აეროპორტში პოლიციამ დააკავა 81 წლის ქალი, რომელსაც უნარშეზღუდულთა ეტლით 17 კგ კოკაინი გადაჰქონდა.
პოლიციის ცნობით, ქალი ესპანეთის დედაქალქში მიემგაზვრებოდა,სადაც, სავარაუდოდ ნათესავები ელოდებოდნენ.
პოლიციელების თქმით, 17 კგ კოკიანი ეტლის ლითონის კონსტრუქციის ქვეშ იყო დამალული.
როგორც პოლიციელებმა აღნიშნეს, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ნარკოტიკული ნივთიერების გადატანას უნარშეზღუდლთა ეტლით ცდილობენ.