ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მშობიარე ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ
- საზოგადოება
- 15.10.2019
- 16:29
ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მშობიარე 40 წლის ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ.
ქალი კლინიკაში გუშინ, საღამოს ათ საათზე შეიყვანეს. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს. ისინი აცხადებენ, რომ საკეისრო კვეთას ითხოვდნენ. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
როგორც ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში განაცხადეს, კლინიკის გადაწყვეტილებით, ექიმს უკვე შეუჩერდა საქმიანობის უფლება.
კლინიკის ხელმძღვანელის კახა ხელაძის თქმით, ექიმის მხრიდან დაშვებული იყო შეცდომა.
„ტრაგიკული ფაქტი მოხდა. შიდა მოკვლევის გარდა, საქმეში სამინისტროს რეგულირების სამსახურიც არის ჩართული. გარკვეულ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ შეცდომა დაშვებული იყო. კლინიკამ ექიმს საქმიანობა შეუჩერა. რა იყო მიზეზი და რა მოხდა, მოკვლევა დაადგენს“, – განაცხადა კახა ხელაძემ.