png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია - გიორგი გახარია

  • პოლიტიკა
  • 15.10.2019
  • 17:26
ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია - გიორგი გახარია

სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის უფრო მეტი საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკო ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

გახარიას თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრულ ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს მეგობრობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და ეფექტური გახდეს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განიხილეს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ისაუბრეს ტრანსპორტის და ენერგომატარებლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ, რომ ახალი სტატუსით სომხეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, შევეხეთ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს და ჩვენს ფუნქციას და როლს, ეს მეგობრობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავხადოთ მეტად ეფექტური. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილებაა ეკონომიკა.

აქ ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, ჩვენს შორის ვაჭრობა ვითარდება. ვისაუბრეთ ტრანსპორტის და ენერგომატარებლების ნაწილში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. განვიხილეთ კულტურული განზომილებაც და აღვნიშნეთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, გავუფრთხილდეთ კულტურულ მემკვიდრეობას, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილეს ასევე რეგიონული საკითხები, მათ შორის ხაზი გაესვა საერთაშორისო პლატფორმებზე ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.

„შევთანხმდით, რომ ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამისთვის მადლობაც მოვახსენეთ. ის პოზიტიური ცვლილებები, რაც გვაქვს საერთაშორისო პლატფორმებზე ბოლო პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერის კუთხით, უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ. დიდი მადლობა ჩემს კოლეგას თბილი მიღებისთვის და გამოვთქვამ რწმენას, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge