png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„ქართული ოცნება“ თავს თუ არ დაანებებს ჰაერიდან მოტანილი მონაცემების გავრცელებას, მიიღებს რევოლუციას - ირმა ინაშვილი

  • პოლიტიკა
  • 16.10.2019
  • 13:43
„ქართული ოცნება“ თავს თუ არ დაანებებს ჰაერიდან მოტანილი მონაცემების გავრცელებას, მიიღებს რევოლუციას - ირმა ინაშვილი

ვეუბნები „ქართულ ოცნებას“, თუ გაბედავენ და 2020 წლის არჩევნებში დაიწერენ 60 პროცენტს და 20 პროცენტს სააკაშვილისა და ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფებს, „საქართველოს პატრიოტები“ ქართველ ხალხთან ერთად მოუწყობენ ნამდვილ რევოლუციას, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ნიადაგია მოსინჯული, რამდენად მიიღებს პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ პროგნოზს. არ მიიღებს ამას საზოგადოება და ჩვენ. ვეუბნები „ქართულ ოცნებასაც“, მის მმართველ ელიტას, ასევე ცალკეულ ლიდერებს, რომ თუ თქვენ გაბედავთ და 2020 წლის არჩევნებში დაიწერთ 60 პროცენტს და დაუწერთ 20 პროცენტს სააკაშვილისა და ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფებს, „საქართველოს პატრიოტები“ ქართველ ხალხთან ერთად მოგიწყობთ თქვენ ნამდვილ რევოლუციას. ამას ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით. ეს არ იქნება ის საპროტესტო აქციები, რასაც „ქართულ ოცნებასთან“ შეხმატკბილებული და კოაბიტირებული ბოკერია-სააკაშვილის ჯგუფები უწყობენ ხოლმე „ქართულ ოცნებას“. ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია და ნამდვილი პროტესტი, რეაქცია ქართველი ხალხისა იმ შედეგებზე, რომელსაც წინასწარ ასაჯაროებს ირაკლი კობახიძე.

პირდაპირ შემიძლია ვუთხრა კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“, რომ დღეს იმდენად მძიმე და დაზიანებულია მათი რეიტინგი, არ მგონია, ვინმეს სურვილი ჰქონდეს „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ტიპის თანამშრომლობის. ჩვენ ყოველ შეთხვევაში არასდროს გამოგვიხატავს ეს სურვილი და არ შეგვითავაზებია მისთვის არავითარი პარტნიორობა და თანამშრომლობა. ამიტომ, წითელ ხაზს ჩვენ ვუვლებთ „ქართულ ოცნებას“, კობახიძეს და სხვებს.

„ქართული ოცნება“ თუ  თავს არ დაანებებს ამ გაზვიადებული, ჰაერიდან მოტანილი მონაცემების გავრცელებას, წინასწარ საზოგადოებას შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ჩვენ წინასწარ ვეუბნებით მათ, რომ ე.ი. თქვენ აპირებთ არჩევნების მასობრივ გაყალბებას. არჩევნების მასობრივი გაყალბების წინააღმდეგ ერთადერთი ჯანსაღი რეაქცია არის რევოლუცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ აუცილებლად მიიღებს „საქართველოს პატრიოტებისა“ და ქართველი ხალხის მხრიდან“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge