„ბრექსიტის“ შესახებ ევროკავშირთან შეთანხმება მიღწეულია - ბორის ჯონსონი
- მსოფლიო
- 17.10.2019
- 14:35
ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან „ბრექსიტის“ შესახებ შეთანხმება მიღწეულია. ევროკავშირის წარმომადგენელმა შეთანხმების არსებობა დაადასტურა.
„გვაქვს შესანიშნავი ახალი შეთანხმება, რომელიც ჩვენ კონტროლს გვიბრუნებს“, - დაწერა ბორის ჯონსონმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
შეთანხმება ევროკავშირის სამიტზე 17-18 ოქტომბერს უნდა დამტკიცდეს, შემდეგ ის უნდა დაამტკიცოს ბრიტანეთის თემთა პალატამ 19 ოქტომბერს, საგანგებო სხდომაზე.
თუმცა ბრიტანეთის პარლამენტმა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრს ცხოვრება გაუმწაროს: თემთა პალატამ, სადაც უმრავლესობას ბორის ჯონსონის ოპონენტები წარმოადგენენ, შესაძლოა, „ბრექსიტის“ შესახებ შეთანხმების ახალი ვარიანტი არ მიიღოს.
წლის დასაწყისიდან ბრიტანელმა დეპუტატებმა ბრიუსელისა და ტერეზა მეის მთავრობის მიერ შედგენილი პროქეტი სამჯერ ჩააგდეს.