png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

შეხვედრა იყო დროული, საჭირო, აქტუალური - დავით ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრაზე

  • პოლიტიკა
  • 17.10.2019
  • 16:02
შეხვედრა იყო დროული, საჭირო, აქტუალური - დავით ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრაზე

"როგორც მაშინ, ისე დღესაც, ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, საჭირო და აქტუალური", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სამთავრობო საათზე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში შექმნილი გამწვავებული ვითარება იყო ამ შეხვედრის მთავარი განმაპირობებელი.

"მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების, ბორდერიზაციის აგრესიული ტალღის ფონზე, ჩვენ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ინსტიტუტის მაქსიმალური მობილიზაცია, არ დარჩენილა არც ერთი ფორმატი, საერთაშორისო მექანიზმი და ორგანიზაცია, რომელიც არ გამოეხმაურა ამ მოვლენებს, პროცესი მაინც გრძელდებოდა და მნიშვნელოვანი იყო მისი შემდგომი გართულების პრევენცია", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, სწორედ შემნილი ვითარება გახლდათ განხილვის მთავარი საგანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, სადაც პარტნიორებმა შემოგვთავაზეს განხილულიყო შესაძლებლობა გამოგვეყენებინა გაეროს ფორმატი რუსეთის ფედერაციასთან ამ საკითხებზე სასაუბროდ.

"ინიციატივა შვეიცარიისგან მომდინარეობდა და მისი მიღების მიზანშეწონილობა განხილულ იქნა მოკავშირეებთან და მეგობრებთან, მათ შორის, ტრანსატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე, სადაც იმყოფებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ყველა მათგანის მხრიდან მკაფიოდ აღინიშნა შექმნილ ვითარებაში საუბრის გამართვის საჭიროება, რაც მათ შეხვედრის შემდგომ გაკეთებული განცხადებებითაც დაადასტურეს", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე განცხადებით, ასევე მიუღებელია სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრის შესახებ წინასწარ არ იყო გაცხადებული.

"გაეროში ვიზიტის დაწყებისთანავე ყველა კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, ღიად ვაცხადებდით, რომ პარტნიორებთან ერთად მუდმივად მიდიოდა მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გამოგვეყენებინა გაეროს ფორმატი საქართველოში შექმნილი დაძაბული ვითარების დეესკალაციისთვის", - განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, შეხვედრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე მის მიერ წინა დღით იყო გაჟღერებული მედიისთვის მიცემულ კომენტარში.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა ყველა აქტუალური საკითხი, პირველ ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ შორის, ბოლო განვითარებები. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა მოლაპარაკებების რაიმე ახალი ფორმატის შექმნაზე და არსებულის გადახედვაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge