png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გაეროს სხვადასხვა პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.10.2019
  • 16:05
გაეროს სხვადასხვა პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაეროს კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს რეზიდენტი სააგენტოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის მნიშვნელობისა და ქვეყნის განვითარების საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა.

მხარეებმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში იმ მრავალფეროვანი პროგრამებისათვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ხორციელდებოდა და ხელს უწყობდა როგორც რეგიონული განვითარების, ასევე უნივერსალური ჯანდაცვის, თანაბარი შესაძლებლობებისა და სამართლიანობის მიმართულებების განვითარების კუთხით.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას ისაუბრა ასევე, ისეთ გლობალურ გამოწვევაზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და აღნიშნა, რომ საჭიროა, ამ მიმართულებით საქართველო მსოფლიო საზოგადოების პარტნიორი და კონტრიბუტორი გახდეს.

,, სწორედ ეს იყო ის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც წელს გაეროში გამართულ სამიტზე მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, საქართველომ, გააზრებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა პრეზიდენტს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან გაეროს სააგენტოების თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გაეროს კვირეული დღეს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღით დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდება. წელს გაეროს დღის თემა - ‘’გლობალური მიზნების თაობა’’ კლიმატის სამიტს ეხმიანება, რომელიც სექტემბერში გაეროს შტაბბინაში ჩატარდა.
გაეროს დღის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, კერძოდ: საჯარო ლექციები, გარემოსდაცვითი ღონისძიება ქუთაისში, შეხვედრები ახალგაზრდებთან, თანასწორობის ბიბლიოთეკისა და გამოფენის გახსნა უშგულში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge