აშშ-სა და იტალიას კულტურული ურთიერთობები ძველი რომის დროიდან აქვთ - ტრამპი
- მსოფლიო
- 18.10.2019
- 10:08
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიის პრემიერ მინისტრთან სერჯო მატარელასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს იტალიასთან კავშირები კულტურულ სფეროში „ძველი რომის დროიდან“ აქვს.
„აშშ-სა და იტალიას აერთიანებთ კულტურული და პოლიტიკური კავშირები, რომლიც ძველი რომის დროიდან ათასწლეულებს ითვლის“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის სიტყვებმა „ტვიტერში“ მომხმარებელთა გაოცება გამოიწვია. „ისტორის გაკვეთილი; „ძველი რომი ჩვენს ერამდე მერვე საუკუნიდან დაიწყო და ჩვენი წელწთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში დაინგრა. აშშ-მა დამოუკიდებლობის დეკლრაცია 1776 წელს მიიღო, მენატრება ისეთი პრეზიდენტი, რომელმაც იცის ისტორია“, -წერს ერთ-ერთი მომხარებელი.