png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გვჯერა, რომ ეს ფორუმი დაგვეხმარება უფრო კარგად შევასრულოთ ჩვენი მისია - ვიყოთ ევროპასა და აზიას შორის ხიდი - გიორგი გახარია

  • ეკონომიკა
  • 22.10.2019
  • 13:45
გვჯერა, რომ ეს ფორუმი დაგვეხმარება უფრო კარგად შევასრულოთ ჩვენი მისია - ვიყოთ ევროპასა და აზიას შორის ხიდი - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ სიტყვით გამოსვლით გახსნა. პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის ეფექტიანი პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ რეგიონში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას.

"დღევანდელი ფორუმი, მისი ორი წინამორბედი ფორუმის წარმატების გამოძახილია. მოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძობს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას და დღეს, ჩვენ სტუმრად გვყავს 2 000-მდე დელეგატი მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან.

ისტორიულად საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აბრეშუმის გზის განვითარებაში. თანამედროვე ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებას, ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია და მასში მონაწილეობა ჩვენთვის პრიორიტეტია და კიდევ უფრო მეტად საამაყოა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ფორუმის გახსნისას აღნიშნა, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის ინიციატივას „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ შესახებ. მისი განცხადებით, ეს ინიციატივა ახალი სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების შექმნასა და არსებულის გაუმჯობესების თაობაზეა, რომელიც ეფუძნება ქვეყნებს შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს და მისი მიზანია ჩინეთსა და პროექტის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

"საქართველომ მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და უკვე 2015 წელს თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმა ჩინეთის მხარესთან, რამაც ახალი ბიძგი მისცა ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რამაც უკვე თავისი შედეგიც გამოიღო - დღეს საქართველოს რესპუბლიკას და ჩინეთს შორის გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. აღნიშნული ფორუმი არის ეფექტიანი პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ რეგიონში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.

დღევანდელი ფორუმი ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რომლებიც ახალი აბრეშუმის გზის კონცეფციის ეფექტიანი რეალიზაციის საფუძველია. რა თქმა უნდა, განხილვის თემა იქნება ტრანსპორტი, საერთაშორისო ვაჭრობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

სიტყვის დასრულებისას, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ უდიდეს მნიშვნელობას ქვეყნის შესაძლებლობების რეალიზებასა და ახალი მიღწევების განხორციელებაში.

"დარწმუნებული ვარ, ეს ორდღიანი ფორუმი იქნება ეფექტიანი განხილვების ძირითადი პლატფორმა ჩვენი სტუმრებისთვის. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი აბრეშუმის გზის პერსპექტივის განხორციელებაში - ჩვენს ქვეყანას და ჩვენს რეგიონს თქვენს თვალში წარმოაჩენს ახალი შესაძლებლობების და ახალი მიღწევების თვალსაზრისით.

გვჯერა, რომ ჩვენ ქართველებს ეს ფორუმი დაგვეხმარება, უფრო კარგად და ეფექტიანად შევასრულოთ ჩვენი მისია - ვიყოთ ევროპასა და აზიას შორის ხიდი და ვიყოთ ის ადგილი, სადაც ეს ორი ცივილიზაცია ერთმანეთს ხვდება. ჩვენ ხომ საქართველოში ვართ, ქვეყანაში, სადაც წარსული და ტრადიციები არის ის ფუნდამენტი, რომელზეც იქმნება ჩვენი მომავალი, ჩვენი ყველას მომავალი, რეგიონის მომავალი, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნების და მოქალაქეების კეთილდღეობის მიზნით,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge