თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყვიტა
- მსოფლიო
- 23.10.2019
- 12:15
თურქეთმა სირაიში სამხედრო ოპერაცია შეწყვიტა, თუმცა არ დაუსრულებია, - ამის შესახებ თუქრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში თურქეთი მზად არის საბძრძოლო მოქმდებები განაახლოს.
თურქეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ხელისუფლების განცხადებით მის მიზანს ქურთული ფორმირებების, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა განადგურება და საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზონის შექმნა წარმოადგენს.
თურქეთსა და აშშ-ის შორის 17 ოქტომბერს შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვით, ანკარამ 120 საათით საომარი მოქმედებები შეწყვიტა. შეთანხამების ვადა 22 ოქტომბრის 23 საათზე ამოიწურა.
ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რიომ ქურთთა სამხედრო ფორმირებებმა სირიაში უსაფრთხოების ზონა დატოვეს.