ზუგდიდში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- სამართალი
- 23.10.2019
- 15:41
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ნაწულუკუს საავტომობილო გზის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა.
ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200