png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ხელოვნების სასახლეში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

  • საზოგადოება
  • 23.10.2019
  • 16:51
ხელოვნების სასახლეში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

28 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში საქართველოს პირველი პრეზიდენტის (1991-1992), ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის (1973-1990), მთარგმნელის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის და საქართველოს ეროვნული გმირის - ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვნების სასახლეში დაცული უნიკალური ვიდეო, აუდიო და საარქივო დოკუმენტები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ფართო საზოგადოებას ბევრ საინტერესო და აქამდე უცნობ ისტორიას გააცნობს.

პირველად ისტორიაში, მუზეუმის ფონდებიდან საექსპოზიციო დარბაზებში გამოტანილ უნიკალურ აფიშებთან, ფოტოებთან თუ ხელნაწერებთან ერთად, გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) საკუთრებაში არსებული, 1989-1992 წლებში საქართველოს პოლიტიკური ვითარების ამსახველი უნიკალური ფოტო და საარქივო დოკუმენტებიც იხილოს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება გამოფენის კატალოგის პრეზენტაციაც, რომელიც პრეზიდენტ გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელს მიეძღვნა და რომელიც გამსახურდიას პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობის ამსახველ მნიშვნელოვან ფაქტებთან ერთად, 1992 წლის 3 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მომხრეთა მასობრივი დარბევის იშვიათი კადრებს აერთიანებს.

ნიშანდობლივია, რომ გამოფენის გახსნის თარიღად 28 ოქტომბერი საგანგებოდ შეირჩა. 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მონაწილე პარტიებისა და ორგანიზაციების რეგისტრაციას ახდენდა არა საბჭოთა ხელისუფლება, არამედ პარიტეტულ საწყისებზე არჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამასთან, საბჭოთა იმპერიაში პირველად, არჩევნებს ზედამხედველობას უწევდნენ უცხოეთიდან ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge