ილჰამ ალიევმა თავისი ადმინისტრაციის უფროსი 24-წლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლა
- მსოფლიო
- 23.10.2019
- 17:05
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი ადმინისტრაციის უფროსი რამიზ მეხთიევი თანამდებობიდან 24-წლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლა. მეხთიევი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 1994 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.
ალიევმა ის აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოში შეიყვანა და „ჰეიდარ ალიევის“ ორდენით დააჯილდოვა.