primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

რუსეთმა კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი (ტარო) ესპანეთს გადასცა

  • სამართალი
  • 24.10.2019
  • 11:07
რუსეთმა კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი (ტარო) ესპანეთს გადასცა

რუსეთმა ესპანეთს გადასცა ცნობლი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი, იგივე ტარო.

რუსეთის შს სამინიტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა მედიას განუცხადა, რომ ონიანი შერემეტიოვოს აეროპორტში 23 ოქტომბერს მიიყვანეს და ესპანეთის სამარათალდამცავ ორგანოებს გადასცეს.

ონიანი ესპანეთის მოთხოვნით ინტერპოლის ხაზით იძებნებოდა. ესპანელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ონიანს ხელოვნების ნიმუშების ქურდობასა და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ.

როგორც ვოლკმა განაცხადა, „კანონიერ ქურდს“ რუსეთის მოქალაქეობა კანონმდებლობის დარღვევით ჰქონდა მიღებული, რის შედეგადაც მას ჩამოერთვა რუსეთის მოქალაქეობა.

ტარიელ ონიანს რუსეთის მოქალაქეობა ჯერ კიდევ 2010 წელს ჩამოერთვა, როდესაც რუსეთის ციხეში 10-წლიან სასჯელს იხდიდა, მას შემდგ ის მოქალაქეობის გარეშეა. გასული წლის აგვისტოში რუსეთის შს სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიაზე მისი არსებობა არასასურველად აღიარა.

2010 წელს ონიანს რუსეთში 10-წლიანი პატიმრობა ბიზნესმენის გატაცებასა და ფულის გამოძალვისთვის მიესაჯა. ის სასჯელს იხდიდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში „შავი დელფინი“, სადაც ის პატიმრები იმყოფებიან, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

2019 წლის აპრილში, როდესაც ონიანს პატიმრობის ვადა ამოეწურა, საპყრობილეს დატოვებისთანავე, ის ორენბურგის ოლქის პოლიციამ დააკავა ინტერპოლის მიერ მასზე ძებნის გამოცხადების საფუძველზე. ესპანეთმა ონიანზე ძებნა ჯერ კდევ 2006 წელს გამოაცხადა.

ტარიელ ონიანი „ქუთაისის დანაშაულებრივი დაჯგუფების“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქართულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას წარმოადგენს.

ის ტყიბულში დაიბდა. ონიანი პირველად 17 წლის ასაკში ძარცვისთვის დააპატიმრეს. „კანონიერი ქურდი“, სავარაუდოდ, 1970-იანი წლების ბოლოს გახდა.

ონიანს კონფლიქტი ჰქონდა ორ სხვა გავლენიან „კანონიერ ქურდთან“ - დედ ჰასანთან (ასლან უსოიანი) და იაპონჩიკთან (ვიაჩესლავ ივანკოვი).

ტაროსა და დედ ჰასანთან კონფლიქტი შაქრო მოლოდოის (ზაქარია კალაშოვი) იმპერიის გაყოფას მოჰყვა, შაქრო მოლოდოი  2006 წელს ესპანეთში დააკავეს.  იაპონჩიკმა ამ კონფლიქტში დედ ჰასანის მხარე დაიჭირა.

ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, ტარო, შესაძლოა, კავშირში ყოფილიყო 2009 წელს იაპონჩიკის მკვლელობასა და 2010 წელს დედ ჰასანზე თავდასხმასთან. თუმცა ამ ვერსიების მტკიცებულება ამ დრომდე არ არსებობს. თავად ონიანმა 2010 წელს თავისი ადვოკატის მეშვეობით განაცხადა, რომ დედ ჰასანზე თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

წყარო: ბი ბი სის რუსული ბიურო

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge