png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სასამართლომ ბრალდებულ მალხაზ ჯაშიაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

  • სამართალი
  • 25.12.2015
  • 12:02
სასამართლომ ბრალდებულ მალხაზ ჯაშიაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მალხაზჯაშიაშვილი დამნაშავედ სცნო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, განზრახმკვლელობისთვის და ქურდობისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ორი ეპიზოდი), 108-ე მუხლით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. მოსამართლემ მალხაზ ჯაშიაშვილსსასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველასგამზირის პირველ კვარტალში, N12-ე და N15-ე კორპუსების წინ მდებარე N3 ავტოფარეხის შესასვლელთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მალხაზ ჯაშიაშვილს,წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შეკამათება მოუვიდა გიორგი ბაქრაძესთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით და მოკვლის განზრახვით,თანნაქონი შენახვის უფლებით რეგისტრირებული „ნაგანის" სისტემის ცეცხლსასროლი რევოლვერიდან, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა,რამოდენიმეჯერ ესროლა გიორგი ბაქრაძეს. გ. ბაქრაძე მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის გვამი მალხაზ ჯაშიაშვილმადამარხა იმავე ავტოფარეხში და გიორგი ბაქრაძის გვამს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მაჯიდან მოხსნა "Slazenger"-ის ფირმის 500 ლარისღირებულების საათი. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მალხაზ ჯაშიაშვილი მიიმალა.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილი იქნა მალხაზ ჯაშიაშვილის ადგილსამყოფელი და მოხდა დაკავება. პირადიჩხრეკისას მას აღმოაჩნდა შენახვის უფლებით რეგისტრირებული „NA .22MS" სისტემის N194265 ცეცხლსასროლი რევოლვერი და 5.6 მმ კალიბრის 13 ცალივაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

ასევე, 2015 წლის 10 ივნისს ქ.თბილისში, ზღვის დასახლების მე-10ბ კვარტლის მე-4 კორპუსის მე-3 სადარბაზოს სარდაფის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნამალხაზ ჯაშიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული 7.62 მმ კალიბრის 1930/33 წლის ნიმუშის "TT" სისტემის 1943 წელსდამზადებული N ИЕ2051 პისტოლეტი, 13 ცალი 7.62 კალიბრის (7.62X25) ვაზნა; 5.45 კალიბრის (5.45X39) კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკ-47" მოდელისავტომატური და მათი მოდიფიკაციის იარაღებისათვის განკუთვნილი 34 ცალი ვაზნა; 5.56 კალიბრის „M16" შაშხანებისა და მისი მოდიფიკაციისკარაბინებისათვის განკუთვნილი, ე.წ NATO"-ს 1 ცალი ვაზნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით მალხაზ ჯაშიაშვილი ცნობილი იქნადამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია)გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით; საქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვისდა სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით;  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორენაწილით (დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ეპიზოდი) (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით;  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ემუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით;საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელისსახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქანაკლებად მკაცრი სასჯელი და მალხაზ ჯაშიაშვილს საბოლოოდ  განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დანიშნული სასჯელის ნაწილში  განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსგან გამამტყუნებელი განაჩენისსამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge