png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

იუსტიციის მინისტრმა სუმბაევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს წერილი გაასაჯაროვა

  • სამართალი
  • 24.10.2019
  • 13:34
იუსტიციის მინისტრმა სუმბაევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს წერილი გაასაჯაროვა

იუსტიციის მინისტრმა სუმბაევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 6 სექტემბრით დათარიღებული წერილი გაასაჯაროვა.

"დასანანია, რომ, როგორც ახლა ირკვევა, სუმბაევის ადვოკატები ატყუებდნენ საზოგადოებას, მათ შორის, მედიასაც. მე ხელთ მაქვს სტრასბურგის სასამართლოს წერილი და საბოლოო პასუხი, რომ სასამართლო უარს ამბობს სუმბაევის ექსტრადიციის შეჩერებაზე. ეს წერილი თარიღდება 6 სექტემბრით, გამოგზავნილია ბატონი სოსო ბარათაშვილის სახელზე და წერია, რომ ევროპული სასამართლო გაეცნო საექსტრადიციო მასალებს და სასამართლო არ თვლის, რომ სუმბაევი შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას მისი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში. ზუსტად იგივე წერია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 30 სექტემბრის ბრძანებაშიც. არ არის გამორიცხული, ამ წერილის შინაარსი ექსტრადიციის პირობებში მყოფი პატიმრისთვისაც კი არ იყო ცნობილი. რაკი ადვოკატებმა გადაწყვიტეს, რომ საზოგადოება უნდა შეეყვანათ შეცდომაში, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ პატიმარსაც არ აუხსნეს, რომ სტრასბურგში მისი საჩივარი ექსტრადიციის შეჩერების შესახებ მარცხით დასრულდა.

მინდა, მოვუწოდო ყველა ადვოკატს, ვინც საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ უცხოელს იცავს, რომ თავი შეიკავონ უსაფუძვლო აურზაურისაგან და იცოდნენ, რომ საქართველო არ არის პოტენციური დამნაშავეების თავშესაფარი, რომელი ქვეყნის მოქალაქეც − მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეც − უნდა იყოს ის. საქართველო თავშესაფარი შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ვერ იქნება ოაზისი იმისათვის, რომ თავი დააღწიო საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ მედია უყურადღებოდ არ დატოვებს სტრასბურგის სასამართლოს წერილს, რომელსაც ადვოკატები მალავდნენ და ჰკითხონ მათ, რატომ იტყუებოდნენ თვე-ნახევრის განმავლობაში, რატომ მართავდნენ იუსტიციის სამინისტროს წინ აქციას და რატომ ამბობდნენ სულ ათი წუთის წინ, რომ სტრასბურგში მიმდინარეობს პროცესი, და არ თქვეს, რომ პროცესი დასრულებულია“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, სუმბაევის ექსტრადიცია შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, საექსტრადიციო ბრძანება გამოცემულია ევროპული სტანდარტების დაცვით და ამას ადასტურებს სტრასბურგის სასამართლოს წერილი. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სუმბაევისა და ახიადოვის შემთხვევა არ არის ადრეულე წლების საქმის მსგავსი (შამაევისა და სხვა ქისტი და ჩეჩენი პირების ცნობილი საქმე), რადგან არც სუმბაევს და არც ახიადოვს რაიმე კავშირი საქართველოსთან არასოდეს ჰქონიათ. ახიადოვი საქართველოს აფარდებდა თავს მას მერე, რაც სირიაში ისლამური სახელმწიფოს სახელით იბრძოდა, ხოლო სუმბაევი საქართველოში საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას გამოექცა. არც ერთი და არც მეორე საქართველოში არ დაბადებულა, არ ჰქონია მასთან არც ემოციური და არც სამართლებრივი კავშირი.

„ისინი არ დაბადებულან საქართველოში, არ არიან ჩვენი მოქალაქეები, ახიადოვს კი ბრალად ედებოდა სირიაში „აი-სი-სის“ სასარგებლოდ ტერორისტული საქმიანობა. საქართველო ვერ გახდება ასეთი პირების თავშესაფარი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პოლიციის, იუსტიციის სამინისტროს ფუნქცია არის ის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული. ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ და ვიცავთ ბალანსს, ერთი მხრივ, საერთაშორისო დანაშაულსა და ტერორიზმთან ბრძოლასა და, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებებს შორის“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge