png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თურნავამ რამდენიმე ასეულ მილიონ ლარად შეფასებული ქონება 7 მლნ დოლარად გაასხვისა - დავით ჭიჭინაძე

  • პოლიტიკა
  • 24.10.2019
  • 14:24
თურნავამ რამდენიმე ასეულ მილიონ ლარად შეფასებული ქონება 7 მლნ დოლარად გაასხვისა - დავით ჭიჭინაძე

არსებობს ყოფილი ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის, ჩვენება დღევანდელ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავაზე, სადაც საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონ ლარად შეფასებული ქონების 7 მილიონი დოლარის ექვივალენტ ლარებში გასხვისებაზე, - ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისიმ თქმით, ყოფილმა მინისტრმა, ბაინდურაშვილმა, ჩვენება 2013 წელს ფინანსურ პოლიციაში მისცა, როდესაც ხელმძღვანელი ფარცხალაძე იყო.

„მოგვიანებით ფარცხალაძე პროკურორი ხდება, საქმე კი თაროზე ინაცვლებს, როგორც არა ერთი საქმე მაღალ ეშელონებში არსებულ კორუფციულ ფაქტებზე. 13 მილიარდიანი ბიუჯეტი კი, კორუფციის ისეთ გასაქანს აძლევს ბევრს, რომ შევარდნაძის დროინდელი კორუფციაც კი ვერ მივა ამ დონემდე.
ამის ერთ მაგალითად მინისტრი თურნავაც საკმარისია, ხან ბიზნესს რომ ემსახურება და ხანაც მინისტრის მოადგიელეა, ან მინისტრი. ბაინდურაშვილი ჩვენებაში ადასტურებს, რომ მისი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მოხდა მანამდე უკვე გაკოტრებული სს„თბილსრესი“-ს სამეურვეო ქონების აუქციონის წესით გაყიდვა და ასახელებს თურნავას, ენუქიძეს, მიქელაძეს. მისი განმარტებით, სს „თბილსრესის“ გაკოტრების საქმის წარმოებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ფინანსთა სამინისტროში კურირებდნენ მაშინდელი მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე და მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძესთან. (ეს უკანასკნელი დღესაც მინისტრის მოადგილეა). გარიგება „საქართველს ინდუსტრიულ ჯგუფს“ და სამინისტროებს შორის ხდებოდა. ბაინდურაშვილის ჩვენების მიხედვით კი: „მე არაფერს მეკითხებოდნენ, თვითონ დაალაგეს ყველაფერიო.“ არადა, რამდენიმე ასეულ მილიონად შეფასებული ქონება 7 მილიონ დოლარის ექვივალენტ ლარებში გაასხვისეს და გარდა იმისა, რომ მაშინდელი სავალუტო კურსი გაცილებით დაბალი იყო, არცერთი პირობა დღემდე შესრულებული არ არის. კერძოდ, სამეურვეო ქონების გადაცემის შემდგომ, კორპორაციას შესასრულებლად განესაზღვრა ვალდებულება, არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრამდე სს „თბილსრესის“ ტერიტორიაზე აეშენებინა 100-150 მგვტ. სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე თბოსადგური, რაც არ განხორციელებულა“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge