png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით “ზოდი“-ს ქართული ქვის საწარმო გაიხსნება

  • ეკონომიკა
  • 24.10.2019
  • 15:57
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით “ზოდი“-ს ქართული ქვის საწარმო გაიხსნება

24 ოქტომბერი, 2019- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ხვალ “ზოდი“-ს ქართული ქვის საწარმო გაიხსნება. „ზოდი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითადი მიმართულებები შიდა და გარე კარების, ბუნებრივი ქვების, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. საქართველოში „ზოდი“ 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დასაქმებული ყავს 200 ადამიანი და ყოველდღიურად საშუალოდ 350 მომხმარებელს ემსახურება.

„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა და მისი სამომავლო განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს ბანკი ცდილობს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნეს გარემოს წახალისებასა და ეკონომიკის განვითარებას. პროექტში საქართველოს ბანკის ფინანსური თანამონაწილეობის თანხა 2 000 000-ზე მეტ ლარს შეადგენს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.

ინფორმაციისთვის, კომპანია „ზოდი“-მ 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ქართული ბუნებრივი ქვების (გრანიტი, ტუფი, დიაბაზი ბაზალტი, კირქვა) საწარმოს გახსნის იდეის განხორცილება, რომელიც 2019 წელს დაასრულა. „ზოდი“-ს ქართული ქვის საწარმოში იწარმოება მაღალი ხარისხის და კონკურენტული ფასის ქართული ქვები. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 000 000 ლარია, რომლიდანაც 2 500 000 ლარი დაფინანსებულია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. საწარმო, რომელიც 9200 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული (აქედან 8000 მ2 სასაწყობე ფართია) აღჭურვილია იტალიური, თურქული და ჩინური თანამედროვე დანადგარებით, მისი წლიური წარმადობა 50 000 მ2ია. საწარმოში 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით 20 ადამიანია დასაქმებული, მათი რაოდენობა წლის ბოლომდე 28-მდე გაიზრდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge