ისტორიაში პირველად, ბოგოტას ქალი მერი ეყოლება
- მსოფლიო
- 28.10.2019
- 11:29
ისტორიაში პირველად, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტის მერი ქალი გახდა.
მერობის მემარჯვენე კანდიდატმა, 49 წლის კლაუდია ლოპესმა, ყოფილმა სენატორმა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, არჩევნებში ხმების 35%-ის მოპოვება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ კოლუმბიაში, დედაქალაქის მერის პოსტი, პრეზიდენტის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობად მიჩნევა.
კლაუდია ლოპესი მერის უფლებამოსილების განხორციელებას 2020 წლის დასაწყისიდან შეუდეგება.