აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცხედარს ზღვაში გადააგდებენ
- მსოფლიო
- 28.10.2019
- 12:03
„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცხედარს ზღვაში გადააგდებენ, ამის შესახებ ტელეკომპანია CNN წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე ტელეკომპანია NBC ს-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიენმა აღნიშნა, რომ ალ-ბაღდადის ცხედრის ნაწილები შესაძლოა, „ალ-ქაიდას“ ლიდერის უსამა ბენ ლადენის ცხედრის მსგავსად ზღვაში ჩაუშვან. ბენ ლადენი, რომელსაც აშშ ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტების მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევს, 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში, სპეცოპერაციის დროს მოკლეს, მისი ცხედარი არაბეთის ზღვაში გადააგდეს.
27 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელი სამხედროების მიერ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაცია სხვვა მებრძოლებთან და თანამოაზრეებთან ერთად მოხდა.