png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართველმა ფერმერებმა მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენა- Sommet DE L’avage- ში მიიღეს მონაწილეობა

  • საზოგადოება
  • 31.10.2019
  • 15:24
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართველმა ფერმერებმა მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენა- Sommet DE L’avage- ში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველი ფერმერები საფრანგეთში გამართულ, მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენას- Sommet DE L’avage-ს დაესწრნენ. ღონისძიება არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რათა ფერმერებმა მიიღონ ინფორმაცია აგროსფეროში არსებულ მიღწევებზე, მეცხოველეობის, საქონლის საკვები პროდუქტების, ასევე ტექნოლოგიებისა და კვლევების მიმართულებით. მსგავს გამოფენებზე ქართველი ფერმერების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების დასამყარებლად, პოტენციური პარტნიორების მოსაძიებლად. ასევე, ინვესტიციების მოსაზიდად. ღონისძიების ფარგლებში ქართველ ფერმერებს ჰქონდათ პირისპირ შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან, დარგის საერთაშორისო სპეციალისტებთან, რომლებმაც მათ საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში მეცხოველეობის დარგის განვითარება.

„საქართველოს ბანკის მიზანია მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს, მეცხოველეობის მიმართულების შემდგომ განვითარებაში, სტანდარტების დანერგვასა და ხარისხის ზრდაში. ისეთ საერთაშორისო დონის გამოფენაში მონაწილეობის მიღება როგორიცაა Sommet DE L’avage ქართველ ფერმერებს აძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო ინფორმაცია თუ როგორ გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუანარიანები და როგორ გაზარდონ პროდუქტიულობა, არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არამხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

Sommet DE L’avage არის მეცხოველეობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება. გამოფენა გამორჩეულია იმით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რთულ აგროკლიმატურ ზონებში რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას. მეცხოველეობისა და გენეტიკის სფეროში წარმოადგენს ფრანგულ ნოუ-ჰაუს. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2 000- მდე მსხვილფეხა ცხოველი, 180 000 მ2 ფართობზე მოწყობილი იყო განსაკუთრებული ჯიშების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 85-ზე მეტი ქვეყნიდან 95 000-მა ვიზიტორმა. განხორციელდა 35 ვიზიტი ფერმაში და აგრო ინდუსტრიულ ობიექტებში. გაიმართა 40-ზე მეტი კონფერენცია. წარმოდგენილი იყო 35 ქვეყნიდან 1500-მდე კომპანია. მათ შორის 300 მსხვილი საერთაშორისო კომპანია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge