McDonaldʼs-ის გენერალური დირექტორი თანამშრომელთან სასიყვარულო ურთიერთობის გამო პოსტიდან გაათავისუფლეს
- მსოფლიო
- 04.11.2019
- 15:41
McDonaldʼs-ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი სტივ ისტერბრუკი დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით კორპორატიული წესების დარღვევისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იუწყება CNN-ი.
კომპანიის ოფიციალური გადაწყვეტილების თანახმად, ისტერბრუკი თანამდებობას ერთ-ერთ თანამშრომელთან რომანის გამო გამოეთხოვა.
ყოფილი გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა. "ეს იყო შეცდომა. კომპანიის ღირებულებების გათვალისწინებით, ვეთანხმები დირექტორთა საბჭოს იმაში, რომ დრო მოვიდა, წავიდე", - დაწერა ისტერბრუკმა.
ისტერბრუკის ადგილი ორივე თანამდებობაზე დაიკავა კრის კემპჩინსკიმ, რომელიც მანამდე ხელმძღვანელობდა McDonaldʼs-ის ამერიკის ფილიალს. ისტერბრუკმა მას იდეალური მემკვიდრე უწოდა.