png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც მაცივრით ევროპაში მიგრანტები გადაყავდა

  • სამართალი
  • 05.11.2019
  • 12:34
ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც მაცივრით ევროპაში მიგრანტები გადაყავდა

ბერძენმა პოლიციელებმა 41 მიგრანტი მაცივრიან სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს, რომლებიც ევროპაში ცდილობდნენ შეღწევას. მიგრანტები, ძირითადად, ავღანეთიდან იყვნენ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ავტომობილი ავტომაგისტრალზე სტანდარტული შემოწმების დროს გააჩერა პოლიციამ, რადგან მანქანას არ ჰქონდა მარკირება, სამართალდამცველებმა ის საეჭვოდ მიიჩნიეს. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ავტომობილის მაცივარში მიგრანტები იმყოფებოდნენ. მძღოლი ქართველი ეროვნების 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც დააპატიმრეს, ის უახლოეს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც ბერძენი ჩინოვნიკები აცხადებენ, მიგრანტებმა მაცივრიან კონტეინერში ორი დღე გაატარეს. ისინი ორშაბათს შევიდნენ "სამალავში" და მეორე დღეს იპოვეს. ტრაილერი თურქეთის გავლით, საბერძნეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში გეგმავდა შესვლას.

როგორც გაირკვა, მაცივარი გაფუჭებული იყო, ამიტომ მიგრანტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინდეპენდენტის ინფორმაციით, 8 მიგრანტს მაინც დასჭირდა სამედიცინო დახმარება, რადგან მათ სუნთქვის პრობლემები შეექმნათ. მიგრანტებს შორის 6 არასრულწლოვანიც იმყოფებოდა.

მაცივრით მიგრანტების ევროკავშირის ტერიტორიაზე შეყვანის ეს მეორე შემთხვევაა, რომელიც პოლიციამ დაადგინა. პირველი შემთხვევა 10 დღის წინ მოხდა, როცა დიდ ბრიტანეტში, სატვირთო ავტობუსში 39 გარდაცვლილი ვიეტნამელი მიგრანტი იპოვეს. აღნიშნული ავტომობილიც, მაცივრიანი სატვირთო იყო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge