primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

თბილისში შემოსული 30 ახალი ავტობუსი ძირითადად დედაქალაქის გარეუბნებს მოემსახურება

  • ეკონომიკა
  • 05.11.2019
  • 16:46
თბილისში შემოსული 30 ახალი ავტობუსი ძირითადად დედაქალაქის გარეუბნებს მოემსახურება

მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისში ISUZU-ს და MAN-ის მარკის 30 ავტობუსი შემოვიდა, რომლებიც თერთმეტ მარშრუტზე გავლენ.
ახალი ავტობუსები 6 ნოემბერს N5, N90, N106, N112 მარშრუტებზე გავლენ, ხოლო 8 ნოემბერს - N1, N31, N124 მარშრუტებზე.
12 ნოემბრიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებენ N19, N57, N80 და N122 მარშრუტებზე.
ახალი ავტობუსების უმრავლესობა დედაქალაქის გარეუბნებში არსებულ დასახლებებს და შემოერთებულ სოფლებს ცენტრალურ უბნებთან დააკავშირებს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერია აგრძელებს დაგეგმილი სატრანსპორტო პოლიტიკის რეალიზებას, რომელიც სამი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება.
„პირველი და მნიშვნელოვანი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. მხედველობაში მაქვს არსებული ავტობუსების პარკი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ჩვენ დავისახეთ პრიორიტეტად, რომ ჩავანაცვლოთ არსებული ავტოპარკი ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსებით და ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. ძალიან მალე მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ის ყვითელი ავტობუსები, რომლებიც პრობლემურია და ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. პარალელურად, მეტროში დავიწყეთ მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელება: ძალოვანი კაბელების გამოცვლა, არსებული ვაგონების რეაბილიტაცია; უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს ახალი ვაგონების შესყიდვაზე. ასევე, მნიშვნელოვანი მიმართულება არის ტაქსების რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ეს ყველაფერი საერთო ჯამში მოგვცემს ქალაქში მოწესრიგებულად გადაადგილების შესაძლებლობას.
რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკას ჰყავს კრიტიკოსებიც. არიან ოპონენტები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ ჩვენ ვართ იმისთვის, რომ საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია მერიის მიერ განხორციელებულ ყველა რეფორმაზე, ყველა წინგადადგმულ ნაბიჯზე და წინსვლაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ხაზი გაუსვა დედაქალაქში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის პარალელურ რეჟიმში განხორციელების აუცილებლობას.
„ჩვენ ვისმენთ და ყველა პროექტზე ხდება ეს: „რა დროს ეს იყო? ჯერ მოგვეცადა. ჯერ ერთი გაგვეკეთებინა და მერე მეორე“. არა, მეგობრებო. ჩვენ არ გვაქვს მოცდის დრო. საზოგადოებამ აგვირჩია იმისთვის, რომ განვახორციელოთ რეფორმები, მოვაგვაროთ ქალაქში არსებული პრობლემები, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისელებს.
ჩვენ ვიცდიდით 25 წელი და ვფიქრობ, არავის მოგვწონს ის, რაც ხდება ქალაქში და რა რეალობის წინაშეც აღმოვჩნდით. შესაბამისად, ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მოგვარდეს ყველა პრობლემა.
ყველაფერი, რაც დაწყებული გვაქვს, პარალელურად რეჟიმში უნდა გაკეთდეს: ავტობუსების ჩანაცვლება, მეტროს მოწესრიგება, ტაქსის რეფორმა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს ნაბიჯი, ყველა პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ, საერთო ჯამში მოგვცემს შედეგად იმას, რომ თბილისს ექნება ყველაზე სწრაფი და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. პარალელურად, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელსაც ვახორციელებთ, ვითვალისწინებთ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების პარკის განახლების მიზნით, 2019 წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი MAN-ისა და 220 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსები შეიძინა. 50 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსი თბილისში გაზაფხულზე შემოვიდა და მგზავრებს N50, N55 და N71 მარშრუტებზე ემსახურება. რაც შეეხება ISUZU-ს მარკის ავტობუსებს, პირველ ეტაპზე 60 ერთეული შემოვიდა და 10 მარშრუტზე, N4, N10, N28, N34, N42, N56, N66, N78, N103 და N108-ზე გადანაწილდა.
როგორც MAN-ის, ასევე ISUZU-ს მარკის ავტობუსები EURO 6 ემისიის სტანდარტისაა, სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით, დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემები, ასევე, usb დამტენები. გარდა ამისა, თითოეულ მათგანში განთავსებულია wifi მოდემი, რომელიც ავტობუსის სრულად დაფარვას უზრუნველყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge