png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მინდა დრო, დავფიქრდე, რომ შეცდომა არ დავუშვა - სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე

  • პოლიტიკა
  • 06.11.2019
  • 14:56
მინდა დრო, დავფიქრდე, რომ შეცდომა არ დავუშვა - სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეწყალების საკითხზე წარმოშობილი აჟიოტაჟის გათვალისწინებით, დრო სჭირდება, რომ დაფიქრდეს და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღოს.

"ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ არის ინტერესი მხოლოდ ერთ ადამიანზე. ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება რა იქნება ამ კუთხით და მე მგონი, რომ არ არის სამართლიანი მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაკავებული.

რამდენიმე ასეული მომართვაა პრეზიდენტთან შემოსული. უნდა ვიმუშაოთ და დავასრულოთ ახალი წესები, შემდეგ უნდა გამოვცე ბრძანება, უნდა შევუდგე საქმეების შესწავლას.

ძალიან ბევრი ხალხი ელოდება გადაწყვეტილებას. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემეჩერებინა, რისი სრული უფლება გამაჩნია, ამ შეჩერებას შევაჩერებ, როგორც კი მე ვიქნები მზად, მექნება შესწავლილი ყველა ის საქმეები, რომელიც საჭიროა.

იმ აჟიოტაჟის ფონზე, რაც ატყდა წინა შეწყალებაზე, ალბათ გამიგებთ, რომ მინდა დრო, დავფიქრდე რომ არანაირი შეცდომა არ დავუშვა, რომელიც საზოგადოებისთვის გაუგებარი გახდება,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, საპატრიარქოში გამართულ სხდომაზე წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისთვის პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართოს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge