png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გაჩენა უმნიშვნელოვანესია - დავით ზალკალიანი

  • პოლიტიკა
  • 06.11.2019
  • 15:01
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გაჩენა უმნიშვნელოვანესია - დავით ზალკალიანი

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გაჩენა უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ენ ლინდეს განცხადება, რომ ევროკავშირმა ღია უნდა დატოვოს კარი იმ ქვეყნებისთვის ვინც წევრობისკენ ისწრაფვიან და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

დავით ზალკალიანის განცხადებით თავის მხრივ საქართველოც თანმიმდევრულად მიუყვება ინტეგრაციის გზას და ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის საბოლოო წევრობის მისაღწევად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და ევროინტეგრაციის დღის წესრიგი საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შვედ კოლეგასთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ განიხილა.

„შვედეთში ვიზიტის დროს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაყენეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს შვედეთის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, რაც ასევე იყო გაცხადებული საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებულ, სწორედ ის განცხადებები, რომელიც გავაკეთე კონფერენციაზე, ამ მიმართულებით იყო გაკეთებული, სადაც იყო აღნიშნული ის პროგრესი, რომელიც საქართველომ გაიარა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩენ ვართ აღიარებული როგორც ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაკმაყოფილებს.

ჩვენ აუცილებლად გვინდა, რომ საქართველოს წინ იაროს საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ, ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირის პერსპექტივის გაჩენა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რაც ჩვენ გვეხმარება კონსოლიდაციაში, საზოგადოების გაერთიანებაში და კიდევ უფრო თამამი ნაბიჯებით წინსვლაში. ეს აუცილებელია, ძალიან მკაფიოდ იქნა ჩემს მიერ აღნიშნული, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი მიზანი და ეს მიზანი არის ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანება.

სწორედ ეს მიზანი გვეხმარება რეფორმების კიდევ უფრო აქტიურ გატარებაში, ასევე ჩემი მხრიდან იყო აღნიშნული, რომ აუცილებელია თანმიმდევრულად ვიაროთ ევროკავშირის საერთო ბაზრისკენ, იმისთვის რომ გაიხსნას კარი ევროკავშირის 4 თავისუფლებისკენ და ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი საშინაო ქმედებით, იმ მიმართულებებით, რომელიც განსაზღვრული გვაქვს ევროკავშირის საგზაო რუკაში, თანმიმდევრულად განვაგრძობთ ამ გზას და ბუნებრივია, როგორც იყო აღნიშნული ჩემს მიერ ამ კონფერენციაზე, საქართველო, რადგანაც მას აქვს საზოგადოების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, გააგრძელებს თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირისკენ" - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge