png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სამი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

  • სამართალი
  • 07.11.2019
  • 13:55
სამი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ სამი პირის განზრახ მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული დ.ბ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დ.ბ.-მ 2004 წლის 8 იანვარს, თ.კ.-ს მისი და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის მუქარით ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, რაზეც თ.კ.-მ კატეგორიული უარი განუცხადა. აღნიშნულის გამო დ.ბ.-მ 2004 წლის 10 იანვარს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, თ.კ.-ს ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2004 წლის 1 აპრილს, ქ. თბილისში, მუხიანის 4ა მ/რ-ში დ.ბ.-ს, რომელიც სამ პიროვნებასთან ერთად იმყოფებოდა, კონფლიქტი მოუვიდა გ.დ.-სთან, რომელსაც მეგობრები - მ.ს. და უ.მ. ახლდნენ. კონფლიქტი ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც დ.ბ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, მისმა თანამზრახველებმა კი სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით გ.დ.-ს, მ.ს.-ს და უ.მ.-ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად სამივე პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ვინაიდან დ.ბ. მიემალა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა" და „თ" (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად (ძვ. რედ.)) ქვეპუნქტებით, 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი" ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ანგარებით ან შეკვეთით (ძვ. რედ.)) და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება (ძვ. რედ.)).

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძებნილი დ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ყველა ბრალდებაში და „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე მას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. დ.ბ.-ს მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge