png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველო ნატოს მომავალი წევრია - ირაკლი ღარიბაშილი

  • პოლიტიკა
  • 07.11.2019
  • 16:06
საქართველო ნატოს მომავალი წევრია - ირაკლი ღარიბაშილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) მეოთხე სესიაზე საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნის მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

„საქართველო, რომელიც დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთო უსაფრთხოების პრინციპების ერთგულია, ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი და ნატოს მომავალი წევრია. საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ქართული საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა ამყარებს, რაც ასევე ასახულია კონსტიტუციაში და ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შეუქცევადობის გარანტიაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და მათთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა.

„არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად საჭიროა გავაძლიეროთ ეროვნული თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობები, ასევე, შევიმუშავოთ ჰიბრიდულ და პოტენციურ კონვენციურ საფრთხეებთან ბრძოლის ერთიანი მიდგომა. უკიდურესად რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს თავდაცვის ამბიციურ ტრანსფორმაციას, რომელიც ტოტალური თავდაცვისა და სტრატეგიული მზადყოფნის ამოცანებს ემყარება და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ეფექტიანი და მდგრადი თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას და საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს თავდაცვის რეფორმირების პროცესში დაგეგმილი სამომავლო გეგმები გააცნო, რაც ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას ეფუძნება და გულისხმობს მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, სამხედრო განათლებას, სწავლებებს და შეიარაღების სისტემების გაუმჯობესებას.

„2020-2025 წლის განმავლობაში ძირითადი აქცენტი გაკეთდება ინსფრასტრუქტურის განვითარებასა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობაზე. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს მზადყოფნას და ასევე, დადებით გავლენას მოახდენს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციასა და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციაზე“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორიცაა მრავალეროვნული სწავლებების მხარდასაჭერად საწვრთნელი ინფრასტრუქტურის ნატოს სტანდარტებით მოდერნიზება და მზადყოფნის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სწავლებები. სიტყვის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა განვავითაროთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც კონცენტრირებული იქნება უფრო დინამიურ, მიზნობრივ და ჰიბრიდულ მიდგომებზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა - სიტყვებიდან ქმედებამდე“ დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, გენერალმა რანდალ სიმონსმა, ნატოს თავდაცვის ინსტიტუციებისა და შესაძლებლობების განვითარების დირექტორმა მარკ დი პაოლომ და ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge